The Wall Street Journal ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ირანთან ომის დასასრულებლად მზადაა, იმ შემთხვევაშიც, თუ ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება.
როგორც წყაროები აცხადებენ, დონალდ ტრამპი თანაშემწეებს ეუბნება, რომ მზად არის, ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სამხედრო კამპანია დაასრულოს მაშინაც კი, თუ ჰორმუზის სრუტე ძირითადად დახურული დარჩება.
წყაროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ტრამპი თუ ვერ მოახერხებს დიპლომატიური გზით ირანს ჰორმუზის სრუტე გაახსნევინოს, მაშინ ის ევროპელ და სპარსეთის ყურის ქვეყნებს დააკისრებს წამყვან როლს სრუტის გახსნის მცდელობაში.

