ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი საუდის არაბეთს მიმართავს და აცხადებს, რომ აშშ-ის ძალების გაძევების დროა.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში არაღჩი წერს, რომ ირანი პატივს სცემს საუდის არაბეთს და მას მოძმე ერად მიიჩნევს.
„ირანი პატივს სცემს საუდის არაბეთის სამეფოს და მას მოძმე ერად მიიჩნევს. ჩვენი ოპერაციები მიმართულია აგრესორი მტრების წინააღმდეგ, რომლებსაც არ აქვთ პატივისცემა არაბებისა და ირანელების მიმართ და არც უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლიათ. უბრალოდ შეხედეთ, რა გავუკეთეთ მათ საჰაერო ძალებს. აშშ-ის ძალების გაძევების დროა“, – აცხადებს არაღჩი.

