აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ირანის ხელმძღვანელობაში გარკვეული განხეთქილება არსებობს” – მარკო რუბიო

ირანის ხელმძღვანელობაში გარკვეული განხეთქილება არსებობს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Good Morning America-ს ეთერში გააკეთა.

ასევე, მარკო რუბიომ არ დააკონკრეტა, თუ რას გულისხმობდა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, როდესაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „აშშ სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ და უფრო გონივრულ რეჟიმთან ირანში“.

„ამ ადამიანების ვინაობას ვერ გავამხელ, რადგან ეს მათ პრობლემებს შეუქმნით ირანის შიგნით არსებულ სხვა ჯგუფებთან. თუ ახლა ირანის ხელისუფლების სათავეში ის ადამიანები არიან, რომელთაც მომავლის უფრო გონივრული ხედვა აქვთ, მაშინ ეს ჩვენთვის, მათთვის და მთელი მსოფლიოსთვის კარგი ამბავი იქნება, მაგრამ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ შესაძლებლობისთვისაც, რომ ეს ასე არ არის“, – განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, ირანში არიან „ადამიანები, რომლებიც პირად საუბრებში სწორ რაღაცებს ამბობენ“.

„საბოლოო ჯამში, უნდა ვნახოთ, ეს ადამიანები იქნებიან თუ არა ისინი, რომელთაც ძალაუფლება ექნებათ. ნათელია, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებიც ისე გვესაუბრებიან, როგორც ამას ირანში ძალაუფლებაში მყოფი პირები წარსულში არ აკეთებდნენ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

იტვირთბა....