აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. აშშ-ის პირველი ლედის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის გამოყენებისთვის ნებართვასაც კი ითხოვა” – ბაია კვიციანი

“პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. აშშ-ის პირველი ლედის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის გამოყენებისთვის ნებართვასაც კი ითხოვა” – წერს სოციალურ , ბაია კვიციანი.

“ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონისა და დელეგაციის ოფიციალური მიწვევა აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივის ფარგლებში გამართულ, ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ გლობალურ სამიტზე – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ – უნიკალური შესაძლებლობა იყო, 45 ქვეყანასთან ერთად საქართველოს ხმა გაჟღერებულიყო მსოფლიო პლატფორმაზე, რაც გულისხმობს საქართველოს პოზიციონირებას იმ ქვეყნების წრეში, რომლებიც გლობალური დღის წესრიგის ფორმირებაში მონაწილეობენ.


პირველი ლედის სიტყვით გამოსვლამ პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა – მათ შორის, აშშ-ის პირველი ლედის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის -„ისტორია დაგიმახსოვრებთ, როგორც ქალს, რომელმაც გააერთიანა 45 ქვეყანა და დედობრივი ინსტიქტი გლობალურ მოძრაობად გადააქცია.“ – გამოყენებისთვის ნებართვაც კი ითხოვა.


მნიშვნელოვანი იყო ქალბატონი თამარის ინტერაქციები აშშ-ის პირველ ლედისთან, ასევე მოწვეული ქვეყნების პირველ ლედებთან, გლობალური სამიტის ინიციატივის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობისა და საერთო ხედვების ჩამოყალიბების თვალსაზრისით.


ასევე, სამიტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიური კომპანიების გამოფენა, სადაც საშუალება მოგვეცა გავცნობოდით განათლების მიმართულებით უახლეს ინოვაციურ სერვისებსა და ინსტრუმენტებს ისეთი გლობალური კომპანიებისგან, როგორებიც არიან – Starlink, Alpha, Adobe, Microsoft, Meta, OpenAI, Gemini. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სერვისებისა და ინსტრუმენტების ადაპტირება შესაძლებელია ქვეყნის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, რაც ქმნის რეალურ და პრაქტიკულ საფუძველს განათლების სისტემის გაძლიერების, ინოვაციების დანერგვისა და საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოების მიმართულებით.


ვაშინგტონში საქართველოს პირველი ლედი დელეგაციასთან ერთად „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს, ვალერი ჰაბერს, „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტს, ბრაიან ბრაუნს და მათ დელეგაციას შეხვდა. შეხვედრა საქართველოს საელჩოში გაიმართა და შეეხო მომავალი წლის კონგრესის საქართველოში ჩატარების პერსპექტივასა და სამომავლო თანამშრომლობას.” – წერს სოციალურ , ბაია კვიციანი.

განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი ყურადღების ცენტრში სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი მოხვდა. კადრებში ჩანს, რომ კვიციანი გლობალურ სამიტზე საღეჭ რეზინს ღეჭავს. ფაქტმა საზოგადოებაში მწვავე რეაქცია გამოიწვია.

იტვირთბა....