აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ირანში რეჟიმის ცვლილება უკვე განახორციელა, რადგან ქვეყნის ხელმძღვანელობის უმეტესი ნაწილი განადგურებულია.
„რეჟიმის ცვლილება უკვე მოხდა – ერთი რეჟიმი სრულად განადგურდა, ყველა დაიღუპა. შემდეგი რეჟიმი თითქმის მთლიანად განადგურდა, მესამე რეჟიმთან კი, სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან გვაქვს საქმე, ვიდრე ვინმეს აქამდე ჰქონია. ამას მე რეჟიმის ცვლილებას ვუწოდებ“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.
ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ირანი პაკისტანის მეშვეობით გადაცემული სამშვიდობო გეგმის 15 პუნქტიდან უმეტეს ნაწილს დაეთანხმა.
„რატომ არ დაეთანხმებოდნენ? ისინი ჩვენს გეგმას ეთანხმებიან. ჩვენ 15 რამ მოვითხოვეთ და ძირითადად ვაპირებთ კიდევ რამდენიმე მოთხოვნის დამატებას“, – აცხადებს ტრამპი.

