აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება სურს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება სურს და შესაძლოა, ხარგის კუნძულიც დაიკავოს, რომელიც საწვავის მთავარი საექსპორტო ჰაბია.

„სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი საყვარელი რამ ირანში ნავთობის აღებაა, მაგრამ აშშ-ში ზოგიერთი სულელი ადამიანი ამბობს: „რატომ აკეთებ ამას?’ თუმცა ისინი უბრალოდ სულელი ადამიანები არიან“, – განაცხადა ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი შეიძლება ნიშნავდეს ხარგის კუნძულის აღებას.

„შესაძლოა, დავიკავოთ ხარგის კუნძული, შესაძლოა, არა. ჩვენ ბევრი ვარიანტი გვაქვს. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ [ხარგის კუნძულზე] გარკვეული ხნით უნდა დავრჩეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

კუნძულზე ირანის თავდაცვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ტრამპმა განაცხადა: „არა მგონია, რომ მათ რაიმე თავდაცვა ჰქონდეთ. ჩვენ შეგვიძლია მისი აღება ძალიან მარტივად“.

ამასთან, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანელი „ემისარების“ მეშვეობით არაპირდაპირი მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, თუმცა, არ დააკონკრეტა, შესაძლებელია თუ არა უახლოეს დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა.

„დარჩენილია დაახლოებით 3000 სამიზნე – ჩვენ 13000 სამიზნე დავბომბეთ – და კიდევ რამდენიმე ათასი სამიზნე დარჩა, შეთანხმების მიღწევა საკმაოდ სწრაფად შეიძლება“, – აღნიშნა ტრამპმა.

იტვირთბა....