ირანში აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო დარტყმების შედეგად, ომის დაწყებიდან დღემდე, 230-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და 1 800-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, აშშ-ისრაელის ერთობლივი თავდასხმების შედეგად ქვეყნის სამედიცინო და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმების შედეგად დაზიანებულია პირველადი დახმარების 50 პუნქტი, 41 სამედიცინო ცენტრი და ჯანდაცვის 199 დაწესებულება.
ამასთან, ექვსი საავადმყოფო იძულებული გახდა, ევაკუაცია განეხორციელებინა, დაზიანდა სასწრაფო დახმარების 38 მანქანა და დაიღუპა 24 სამედიცინო პერსონალი.

