უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროპულმა ელიტებმა ორი ძირითადი შეცდომა დაუშვეს და ამის შედეგებს იმკიან.
„ევროპულმა ელიტებმა ორი დიდი შეცდომა დაუშვეს. პირველი შეცდომაა, რომ პრეზიდენტ ტრამპს სერიოზულად არ აღიქვამენ. მეორე, იაფფასიან რუსულ ენერგიაზე უარის თქმა. ახლა ამის ფასს იხდიან, სხვები ყავას სვამენ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ამასთან, ორბანის თქმით, ევროპა რეალობას თვალს ვერ უსწორებს და ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ სამყაროს ცენტრია.
„ევროპა ჯერ კიდევ დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს ცენტრია, ხოლო დანარჩენი მსოფლიო – არც ისე. ჩვენ დავკარგეთ კონკურენტუნარიანობა, დავკარგეთ უპირატესობა და დაგვავიწყდა, რისთვის ვართ. დროა, დავუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს. დროა, გამოვფხიზლდეთ“, – განცხადა უნგრეთის პრემიერმა.

