აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„როსატომმა“ ირანის ბუშერის ატომური ელექტროსადგურიდან 163 რუსი სპეციალისტის ევაკუაცია განახორციელა

ირანის ბუშერის ატომური ელექტროსადგურიდან 160-ზე მეტი რუსი სპეციალისტის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ატომური ენერგოკომპანიის, „როსატომის“ აღმასრულებელ დირექტორზე, ალექსეი ლიხაჩოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიხაჩოვის თქმით, ბუშერის ატომური ელექტროსადგურიდან, საერთო ჯამში, 163 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც ცნობილია, პერსონალმა ირანი სომხეთის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთით დატოვა.

მედიის ცნობით, ატომური ელექტროსადგური ამ კვირაში დარტყმების სამიზნე გახდა, ხოლო საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ გაავრცელა გაფრთხილება, რომლის მიხედვითაც, თავდასხმებმა, შესაძლოა, „დიდი რადიოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს“. კრემლმა დარტყმები „უკიდურესად საშიშად“ გამოაცხადა.

იტვირთბა....