აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობის პირობებში, ძალაუფლების კონსოლიდაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს” – სენატორი ჯიმ რიში

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის განცხადებით, „თუ „ქართული ოცნება“ კურსს არ შეცვლის, საქართველოს მთავრობასა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დათბობას არ უნდა ველოდოთ“.

ამის შესახებ მან Independence Avenue Meida-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობის პირობებში, საქართველოს მთავრობის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. თუ მთავრობა ამ გზით სვლას განაგრძობს, შეერთებულმა შტატებმა, ურთიერთობებისადმი მიდგომა შესაბამისად უნდა შეცვალოს. საქართველოს მთავრობის ანტიამერიკული რიტორიკა, სიტყვის თავისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმები, ჩინეთთან და ირანთან დაახლოება, ჩვენი ურთიერთობების მომავლისთვის ცუდი ნიშნებია. იმედი მაქვს [საქართველოს მთავრობა] ამ კურსს შეცვლის“, – განაცხადა რიშმა.

მისივე თქმით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა და სენატი, ორპარტიული და ორპალატიანი „მეგობარი აქტის“ მისაღებად ძალისხმევას აგრძელებს.

იტვირთბა....