აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მედიის ცნობით, ტაილანდური გემი, რომელსაც ჰორმუზის სრუტეში დაარტყეს, ირანის კუნძულთან ჩაიძირა

ტაილანდის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი, სახელად „მაიური ნარი“, რომელსაც ორი კვირის წინ ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტის დროს დაარტყეს, ირანის კეშმის კუნძულთან ჩაიძირა, – ინფორმაციას BBC-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტაილანდის ხელისუფლების განცხადებით, ომანის საზღვაო ძალებმა 11 მარტის შემდეგ, იმ დროიდან როცა გემზე დარტყმა განხორციელდა, ეკიპაჟის 20 წევრი გადაარჩინეს, სამი კი დაკარგულია.

გემი ერთ-ერთი იყო იმ 20-მდე კომერციულ გემს შორის, რომლებსაც ირანის სანაპიროსთან დაესხნენ თავს.

იტვირთბა....