აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის გენშტაბი – რუსეთმა უკრაინაში 6 000-ზე მეტი „კამიკაძე დრონი“ გაუშვა

რუსეთმა უკრაინაში ერთ დღე-ღამეში 6 176 ე.წ. „კამიკაძე დრონი“ გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 133 საბრძოლო შეტაკება მოხდა და მოწინააღმდეგემ უკრაინის მიმართულებით 136 მართვადი ბომბი გაუშვა.

ამასთან, უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა დასახლებულ პუნქტებსა და უკრაინელი ჯარების პოზიციებს დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლი 2 765-ჯერ გაუხსნა.

იტვირთბა....