უკრაინელებმა რუსეთში, ვოლოგდის ოლქის ქალაქ ჩერეპოვეცში ქიმიური ქარხანა დაბომბეს – ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხები ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებენ და წერენ, რომ თავდასხმა დრონებით განხორციელდა, აფეთქებების შედეგად კი მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი.
მათივე ცნობით, ჩერეპოვეცის ქიმიური ქარხანა [Апатит], რომელიც რუსეთში ერთ-ერთი მთავარი სამრეწველო ობიექტია, ფოსფორისა და გოგირდის მჟავების უმსხვილესი მწარმოებელია. თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა რუსულმა მხარემ.
ვოლოგდის ოლქის გუბერნატორის თქმით, ჩერეპოვეცში სამრეწველო ობიექტებზე 8 დარტყმა განხორციელდა. უკრაინული მედია წერს, რომ სავარაუდოდ, აფეთქებებია სევერსტალის ქარხანაშიც, რომელიც რუსული ფოლადის უდიდესი ქარხანაა.

