ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მარგველაშვილის გამო საფრანგეთში დამოუკიდებლობის დღე 26 მაისის ნაცვლად 22 აპრილს აღნიშნეს

13015189_999067873518249_7391523841984432725_n

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საფრანგეთში 26 მაისის ნაცვლად 22 აპრილს აღნიშნეს. საზეიმო მიღება საქართველოს საელჩომ საფრანგეთში, პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვიზიტს დაამთხვია.

ამ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. დიპლომატის თქმით, დაუშვებელია სახელმწიფო სიმბოლიკის უპატივცემულობა, მაშინაც კი როდესაც ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის მქონე ადამიანი ჩადის რომელიმე ქვეყანაში.

“დამოუკიდებლობის 25 წლის თავზე, 26 მაისის საზეიმო მიღება პარიზში გაიმართა 22 აპრილს ??!!! მართლა საშველი არაა : ქვეყანა თავის სახელმწიფო სიმბოლიკას როცა პატივს არ სცემს და ყველაფრის აღრევა ხდება რა ითქმის?????

26 მაისს საზეიმოდ რომ აღნიშვნავ 22 აპრილს მხოლოდ იმიტომ რომ პრეზიდენტი სტუმრობს საფრანგეთს ????

წარმომიდგენია საფრანგეთს 14 ივლისის ზეიმი აგვისტოში გადაეტანა ან ამერიკას 4 ივლისის გარდა სხვა დღესეზეიმა დამოუკიდებლობა იმ თუ ამ ჩინოვნიკის პროგრამის მიხედვით, თუნდაც პრეზიდენტი ყოფილიყო!

ისე ჩვენ შორის იყოს და სწორედ პრეზიდენტს და თუ არ ვის, ევალება სახელმწიფო სიმბოლიკის პატივისცემა და ხელშეუხებლობა და არა თავისთავზე და გემოვნებაზე მორგება!”. – წერს ზურაბიშვილი.

იტვირთბა....