აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“როგორ შეიძლება ვინმე აშშ-ის დიპლომატიას ენდოს?” – ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი

როგორ შეიძლება ვინმე აშშ-ის დიპლომატიას ენდოს? – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაგაიმ India Today-თან ინტერვიუში განაცხადა.

„როგორ შეიძლება ვინმემ დაიჯეროს მათი განცხადებები დიპლომატიისა და შუამავლობის შესახებ, როდესაც ეს ომი მათ დაიწყეს და თავდასხმებს აგრძელებენ“, – განაცხადა ესმაილ ბაგაიმ.

მისი თქმით, ირანს „აშშ-ის დიპლომატიასთან ურთიერთობის კატასტროფული გამოცდილება აქვს“.

„ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ორჯერ დაგვესხნენ თავს, როდესაც ბირთვული საკითხის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში ვიყავით. ეს დიპლომატიის ღალატია“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპრაკებები მიმდინარეობს, ხოლო პროცესს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობენ.

იტვირთბა....