აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

გამოკითხვის თანახმად, უნგრელების 36% მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩვენებში პარტია „ფიდესი“ გაიმარჯვებს, 38%-ს პარტია „ტიზას“ გამარჯვების სჯერა

უნგრელების 36% მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ 12 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. ამასთან, უნგრული მედია Telex-ი კვლევით ცენტრ 21 Research Center-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ორბანის მთავარი მოწინააღმდეგის, პიტერ მაგიარის პარტიის, „ტიზას“ გამარჯვების უნგრელების 38%-ს სჯერა.

როგორც გამოცემა წერს, რამდენიმე კვირის წინ პარტიებს შორის სხვაობა უფრო შესამჩნევი იყო და „ტიზა“ მეტი უპირატესობით (38-30) უსწრებდა „ფიდესს“.

ამასთან, 21 Research Center-ის კვლევის მიხედვით, „ტიზას“ ამომრჩევლების 86% დარწმუნებულია პარტიის გამარჯვებაში, ხოლო მხოლოდ 3% თვლის, რომ „ფიდესი“ გაიმარჯვებს.

„ფიდესის“ ამომრჩევლების 90% კი მიიჩნევს, რომ ვიქტორ ორბანის პარტია არჩევნებში კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს.

კვლევის თანახმად, საკმაოდ მაღალია იმ ადამიანების წილი, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია ან პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. მათი რიცხვი 26%-ს შეადგენს.

მედიის ცნობით, კვლევითმა ცენტრმა გამოკითხვა 2-დან 6 მარტის დასაწყისში ჩაატარა. როგორც ფიზიკური, ასევე სატელეფონო ზარების მეშვეობით სულ 1 200 ადამიანი გამოიკითხა. 21 Research Center-ის მტკიცებით, ცდომილების ზღვარი შესაძლოა +- 3%-ს შეადგენდეს.

საპარლამენტო არჩევნებში უნგრეთში 12 აპრილს ჩატარდება.

იტვირთბა....