აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს მუსლიმ თანამოქალაქეებს, მადლობა სოლიდარობის ღირსეული მაგალითისთვის, რომელიც ბოლო დღეებში გვიჩვენეთ” – მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.

ყაველაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს მადლობას უხდის იმ თანადგომისათვის, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მგლოვიარე ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ გამოავლინეს.

„მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს.

გულწრფელ მადლობას გიხდით იმ უდიდესი თანადგომისათვის, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მგლოვიარე ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ გამოავლინეთ.

თქვენი გადაწყვეტილება, რომ ამ უმძიმეს წუთებში გაგეზიარებინათ ჩვენი ტკივილი და უარი გეთქვათ ნოვრუზ ბაირამისა და რამაზან ბაირამის დღესასწაულების აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვაზე, იმ ძმობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნათელი დადასტურებაა, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეების – ქრისტიანებისა და მუსლიმების ურთიერთობა ეფუძნება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას. მადლობა სოლიდარობის იმ ღირსეული მაგალითისათვის, რომელიც ბოლო დღეებში გვიჩვენეთ“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

იტვირთბა....