ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„სამი „კი“ გვჭირდება”: შედეგს ბრიუსელის დროით 20.00-ზე შეგატყობინებთ

„რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთი წევრი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც გვამცნობს, რომ დღეს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა კომიტეტი საქართველოს იმ ქვეყნების სიიდან ამოღებას განიხილავს, რომელთაც საზღვრის გადაკვეთისას ვიზა სჭირდებათ.

ბერძენიშვილის ცნობით, უვიზო მიმოსვლის შემოღებამდე ევროპარლამენტის პლენარული სხდომა და ევროკავშირის საბჭოს სხდომა დარჩება.

„დღეს, 25 აპრილს, ბრიუსელში, თბილისის დროით 19.30-20.00, ხდება ეს ამბავი:

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი (LIBE) განიხილავს საქართველოს იმ ქვეყნების სიიდან ამოღების, რომელთაც საზღვრის გადაკვეთისას ვიზა სჭირდებათ და „უვიზო“ ქვეყნების სიაში ჩაწერის საკითხს. მომხსენებელია მარია გაბრიელი ბულგარეთიდან (ევროპის სახალხო პარტია). კომიტეტის თავმჯდომარეა კლოდ მორაესი დიდი ბრიტანეთიდან (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფი).

ბრიუსელის დროით 20.00 შეგატყობინებთ შედეგს. უვიზო მიმოსვლის შემოღებამდე დაგვრჩება ევროპარლამენტის პლენარული სხდომა და ევროკავშირის საბჭოს სხდომა. მოკლედ, ევროკომისიის „კი“ გვაქვს, კიდევ სამი „კი“ გვჭირდება, დღეს — ყველაზე მთავარი”- წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....