კემპრიჯის ჰერცოგინია კეიტ მიდლტონი, ცნობილია, რომ მუდმივად ფორმაშია და ორი მშობიარობის მიუხედავად იდეალურ ფიგურას მაინც ინარჩუნებს. თუმცა წლების წინ სულაც არ ყოფილა ასეთი ლამაზი, ამაში კი ხელს ჭარბი წონა უშლიდა.
კეიტის დიეტის საიდუმლო დუნკანის ცილოვან დიეტაშია. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ჰერცოგინიამ იდეალური ფიგურა სწორედ ამ დიეტით დაიყენა, დუნკანის დიეტა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ დიეტად იქცა, თუმცა მალე სკანდალური საიდუმლო გამჟღავნდა, რომ დიეტა არც ისე უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და დიდი ხნის მანძილზე ცილების მირები უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე.
ამის მიუხედავად ქალების დიდი ნაწილი სწორედ ამ დიეტას ანიშნებენ უპირატესობას.
დუნკანის დიეტა:
პირველი ნაბიჯი – შეტევის ფაზა
პირველი ნაბიჯი მენიუდან ნახშირწყლების სრული ამოღებაა. უნდა მივიღოთ რაც შეიძლება მეტი პროტეინი – კვერცხი, თევზი, ხორცი, ზღვის პროდუქტები. დუკანი ამბობს, რომ ეს ძალიან მარტივია, რადგან პროტეინი გვანაყრებს და შიმშილის გრძნობა აღარ გვაწუხებს. ეს ფაზა 2-დან 7 დღემდე გრძელდება (დამოკიდებულია იმაზე, რამდენი კილოგრამის დაკლება გსურთ).
მეორე ნაბიჯი – მგზავრობის ფაზა
ამ ეტაპზე პროტეინები ნაწილობრივ უნდა ჩავანაცვლოთ მწვანე ბოსტნეულით. არჩევანი თქვენზეა, მიირთვით რომელი ბოსტნეულიც გინდათ და რა რაოდენობითაც გსურთ, მაგრამ აუცილებლად მიიღეთ პროტეინებიც. ამ ფაზაზე იმდენ ხანს გაჩერდით, რომ სასურველ წონას მიაღწიოთ.
მესამე ნაბიჯი – შენარჩუნების ფაზა
ამ ეტაპზე რაციონში ამატებთ პურს, ერთ ულუფა ხილსა და ყველს. კვირაში ორჯერ კი შეგიძლიათ სადღესასწაულო სადილი მოაწყოთ და ნახშირწყლები მიიღოთ. ამ ეტაპზე რაც შეიძლება დიდხანს უნდა გაჩერდეთ, რათა ორგანიზმი შეეგუოს დაკარგულ კილოგრამებს და არ დაიწყოს სწრაფი მატება.
მეოთხე ნაბიჯი – მუდმივი სტაბილიზაცია
უბრუნდებით ჩვეულებრივი კვების რეჟიმს, არანაირი შეზღუდვა კვებაში. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, კვირაში ერთი დღე შეტევის ფაზაზე გადახვიდეთ და მიირთვათ მხოლოდ პროტეინები – კვერცხი, ხორცი, თევზი და ა.შ.
geotimes.ge

