აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსებმა პოლტავას დაარტყეს, დაიღუპა 2 ადამიანი, 11 კი დაშავდა

რუსულმა ძალებმა უკრაინის პოლტავას ოლქს შეუტია, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, – ინფორმციას უკრაინული მედია პოლტავას საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი დიაკივნიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტრის თავდასხმის შედეგად, პოლტავაში საცხოვრებელი შენობები და სასტუმრო დაზიანდა, ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ყველა საჭირო სამსახურია მობილიზებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – აღნიშნა ვიტალი დიაკივნიჩმა.

მოგვიანებით მან განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.

იტვირთბა....