აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ახალი ულტიმატუმი წაუყენა — იგი ჰორმუზის სრუტის სრულ გახსნას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკის პრეზიდენტი ირანს ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებით ემუქრება.
შესაბამისი განცხადება ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth Social გაავრცელა.
ტრამპმა ირანს სრუტის გახსნისთვის 48 საათი მისცა.
„თუ ირანი 48 საათის განმავლობაში სრულად და ყოველგვარი საფრთხის გარეშე არ გახსნის ორმუზის სრუტეს, შეერთებული შტატები დაარტყამს და გაანადგურებს ამ ქვეყნის სხვადასხვა ელექტროსადგურს, დაწყებული ყველაზე დიდით!“ — განაცხადა დონალდ ტრამპმა.

