მოძრაობა „ივერიელების“ ხელმძღვანელი ლევან კოჭლოშვილი ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ჟურნალისტიკიდან ლიკვიდაციის შესახებ წერს სოციალურ ქსელში:
„გაბუნიას მხატვრული პასაჟები ომამდე ტანკისტებზე, ურთმელიძეზე და სახელისუფლებო კრიზისზე გავიგეთ — იუმორი საშუალოდ ინტელექტუალურია და ნუ იმაზე დემოკრატიული ვიდრე სარკასტული წამყვანის ხელმძღვანელი გვარამიაა, სხვათაშორის ამ გუნდის მიერ — ეგრეთ წოდებულად მოხსენიებული მოსამართლე ( ურთმელიძე ) ელემენტარულ სამართლის ნორმებს მაინც იცავს სხვა თუ არაფერი და იმედში გაზის ბალონებით და ხელკეტებით შეჭრის ბრძანებას არ იძლევა ! ეს იმ სერიიდანაა, დემოკრატიის მიმართულებით რომ გვანათლებენ, მაგრამ რეალური დემოკრატია ერთი ადამიანის მონურ ერთგულებაზე მაღლა სხვა პრინციპებს ატარებს. ამერიკისთვის უცხოა მოცემულობა — ყველა ერთ აზრზე უნდა ვიყოთ — ჰოდა რომ გაგვაბრუეთ ამ სენატორ რასელის კომენტარებით ამერიკის ელჩსაც ჰკითხეთ აზრი, გაარკვიეთ იდენტურია თუ არა ამერიკის და რასელის პოზიცია — რასელი მაკკეინის კაცაია, — პიესისკენ კი ასე დავწერ — მაკკეინს აქ რომ ეცხოვრა მიშას დროს და ოპოზიციონერი რომ ყოფილიყო დიდი ხანია აგენტად იქნებოდა გამოცხადებული და ნოემბრიდან ნოემბრამდე მთავარი გმირი იქნებოდა — რა ადვილია მხატვრული პასაჟები, როცა უკან არ იყურები. სწორედ ამიტომ ლიკვდირებული იქნები გიორგი გაბუნიავ, რა თქმა უნდა, ჟურნალისტიკიდან თორე ისე იარე და იბოდიალე, ეს დედამიწა შენზე უარეს ნაძირლებსაც იტევს მაგ. გვარამის“, – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მოძრაობა „ივერიელების“ ხელმძღვანელი ლევან კოჭლოშვილი.