აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროკავშირი უნგრეთისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას ზღუდავს – Politico

ევროკავშირი ამცირებს კონფიდენციალური ინფორმაციის გაზიარებას უნგრეთთან, ეჭვების ფონზე, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობა მონაცემებს რუსეთს გადასცემს. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

წყაროების ცნობით, სწორედ ამ რისკის გამო ევროკავშირის ლიდერები სულ უფრო ხშირად მართავენ შეხვედრებს მცირე ჯგუფებში, თანამოაზრე ქვეყნებთან, ნაცვლად სრული, 27 წევრიანი ფორმატისა.

ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგის განცხადებით, უნგრეთის მიმართ უნდობლობა ჯერ კიდევ 2024 წლიდან არსებობდა, რის გამოც მოლაპარაკებების დროს ინფორმაციის გაზიარება შეზღუდული იყო.

მისივე თქმით, ნატოს 2023 წლის ვილნიუსის სამიტის წინაც კი, მნიშვნელოვანი საკითხები უნგრეთის გარეშე განიხილებოდა.

დიპლომატების შეფასებით, ახალი ბრალდებების ფონზე შესაძლოა კონფიდენციალური ინფორმაციის დამატებით დაცვა გამკაცრდეს, რათა შემცირდეს გაჟონვისა და მესამე მხარეებისთვის გადაცემის რისკი.

იტვირთბა....