აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ენერგეტიკული კრიზისი ძალიან მძიმეა და გლობალური ეკონომიკა მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დგას, ვითარება უარესია, ვიდრე 1970-იან წლებში იყო” – ფატიჰ ბიროლი

ენერგეტიკული კრიზისი ძალიან მძიმეა და გლობალური ეკონომიკა მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დგას, ვითარება უარესია, ვიდრე 1970-იან წლებში იყო, – ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფატიჰ ბიროლმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პრობლემის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტა ჰორმუზის სრუტის გახსნაა.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ სტრატეგიული რეზერვებიდან 400 მილიონი ბარელი ნავთობი გამოყო და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მეტი ნავთობის გამოყოფა.

„საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ბაზარზე მეტი ნავთობი განვათავსოთ, როგორც ნედლი ნავთობის, ასევე პროდუქტების სახით. ჩვენი მარაგების გამოშვება ბაზრებს დაამშვიდებს, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის“, – განაცხადა ბიროლმა.

იტვირთბა....