აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ფლორიდაში, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს განახლდება

ფლორიდაში, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. ვაშინგტონისა და კიევის დელეგაციათა ხელმძღვანელების ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა ამ დრომდე მოუგვარებელ საკითხებს ეხებოდა. მოლაპარაკება ფლორიდაში დღეს განახლდება.

თავად უკრაინაში კი ომი გრძელდება. ოკუპანტებმა ქვეყნის ნაწილს რაკეტებით და დაახლოებით 140 დრონით შეუტიეს. დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი და დაიჭრა ათზე მეტი.

პარალელურად, აფეთქებები იყო დღეს დილიდან რუსეთში. უკრაინულმა დრონებმა ქალაქ პრიმორსკის პორტის რაიონს შეუტიეს. მომხდარი დაადასტურა ოლქის გუბერნატორმა. მისივე ინფორმაციით, პორტში ხანძარია და პერსონალი ევაკუირებულია. მომხდარის გამო, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტი საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ჩაკეტილია საჰაერო სივრცე.

იტვირთბა....