ისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო და საჰაერო თავდასხმებს გააფართოებს. ამის შესახებ „ბიბისი“ ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო და საჰაერო თავდასხმების გაფართოების გეგმა დაამტკიცეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გენერალური შტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა დაამტკიცა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ „მიზანმიმართული სახმელეთო ოპერაციებისა და დარტყმების წინსვლის“ გეგმები და ეს „ხანგრძლივი ოპერაცია“ იქნება.

