აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინელებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქში პრიმორსკის პორტს დაარტყეს

უკრაინელებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქში პრიმორსკის პორტს დაარტყეს – ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხები ავრცელებენ და წერენ, რომ დარტყმების შედეგად დაზიანდა საწვავის რეზერვუარები.

თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.

პრიმორსკის პორტი რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი საექსპორტო ნავთობტერმინალია.

უკრაინული მედია წერს, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ოკუპირებულ დონეცკსა და სმოლენსკშიც.

იტვირთბა....