ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობა შეჩერებულია არა ირანის ქმედებების გამო, არამედ იმიტომ, რომ სადაზღვევო კომპანიები შეშფოთებულები არიან აშშ-ის მიერ წამოწყებული ომით.
„ჰორმუზის სრუტე არ არის დახურული. გემები ყოყმანობენ, რადგან სადაზღვევო კომპანიები შიშობენ თქვენს მიერ წამოწყებული არჩევანის ომის – და არა ირანის – შიშის გამო“, – წერს არაღჩი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ნავიგაციის თავისუფლება ვერ იარსებებს ვაჭრობის თავისუფლების გარეშე.
„ნავიგაციის თავისუფლება ვერ იარსებებს ვაჭრობის თავისუფლების გარეშე. პატივი ეცით ორივეს – ან ნურცერთს ნუ მოელით“, – წერს არაღჩი.
მისი ,ტკიცებით, მუქარა ვერც ირანელებს და ვერც სადაზღვევო კომპანიებს ვერ შეარყევს.

