ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„ამ ბნელ უმრავლესობაში, თქვენ ხართ ნათელი წერტილი“: ნანუკა ჟორჟოლიანი პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს

 

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლინი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს. ტელეწამყვანის თქმით, ქვეყანაში სადაც უამრავ ადამიანს ხშირად დაუმსახურებლად იწყალებენ თბილისის ყოფილ მერის გიგი უგულავას მიმართ, განსაკუთრებით უსამართლოა სახელმწიფო.

“მესამე წელია ციხეში ზის. საკუთარი სურვილით. ჰქონდა შანსი წასულიყო ქვეყნიდან, მაგრამ გაქცევას ეს გზა არჩია. იცოდა რთული გზა იყო, ურთმელიძეების პირობებში ვერაფერს დაამტკიცებდა, მაგრამ დარჩა. ფიქრობს, რომ შეცდომები დაუშვა, მაგრამ ამ ქალაქისთვის ბევრიც გააკეთა. იყო თუ არა მისი ვალდებულება ეს? იყო ბუნებრივია. ისევე, როგორც დღეს არის ნარმანიას ვალდებულება იგივე გააკეთოს, მაგრამ არ აკეთებს.

ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობ მხოლოდ თქვენ მახსენდებით ბატონო პრეზიდენტო. თქვენ იმიტომ, რომ პატივს გცემთ. ვიცი, ახლა შემომივარდებიან ამ პოსტზე და დამიწერენ, რისთვის დაიმსახურა შენი პატივისცემაო, მაგრამ ჩემთვის ამ ბნელ უმრავლესობაში, თქვენ ხართ ერთ-ერთი ნათელი წერტილი. სულ რომ ფილოსოფიურად შევხედოთ ამ ყველაფერს, კითხვები უპასუხოდ მრჩება. ამდენი ხანი ის ციხეში უნდა იჯდეს და თქვენივე ხელისუფლება იწყალებდეს, ჯაშუშებს, მკვლელებს, ნარკოტიკების რეალიზატორებს?! თუ ის იმსახურებს სასჯელს, რატომ არ სჯით იგივე ქმედებებისთვის მოქმედ მერს, გამგებლებს, მინისტრებს. თქვენგან როგორც პრეზიდენტისგან მაინტერესებს პასუხი კითხვაზე, როცა ჯანყარაშვილები და თამაზაშვილები არ ისჯებიან და ის საკანში ზის, არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტი.

ფილოსოფების უცნაური ხალხი ხართ. ალბათ ესეც დაეხმარა ჩემს მეგობარს, ციხეში პოზიტივი ეპოვნა და სათავისოდ გამოეყენებინა 4 კედელი. რომ არა ფილოსოფია საკუთარ შეცდომებზე ასე ვერ დაფიქრდებოდა. თქვენ როგორც ფილოსოფოსს ეს არ გაგიკვირდებათ:)

სულ რომ ფილოსოფიურად მივუდგეთ ამ ყველაფერს, ალბათ მის ადგილას ყოფნა ჯობია. იმიტომ რომ ჯობია გააფუჭო, მაგრამ გააკეთო კიდეც შენივე ქვეყნისთვის, ვიდრე არც გააფუჭო და არც გააკეთო.

მე მეჩქარება თორემ ისტორიაც ამას იტყვის ბატონო პრეზიდენტო”. – წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....