აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კატარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

კატარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ვერტმფრენი კატარის ტერიტორიულ წყლებში ჩამოვარდა.

მედიის ინფორმაციით, ექვსი დაღუპულის ცხედარი უკვე იპოვეს და ამჟამად ვერტმფრენში მყოფი მეშვიდე პირის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის მდგომარეობაც გაურკვეველია.

კატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვერტმფრენი „რუტინულ სამსახურებრივ მოვალეობას“ ასრულებდა, რა დროსაც სავარაუდოდ ტექნიკური გაუმართაობა მოხდა.

იტვირთბა....