აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ აშშ ირანის ელექტროსადგურებს თუ დაესხმება თავს, თეირანი რეგიონში აშშ-ის ინფრასტრუქტურას დაბომბავს

აშშ ირანის ელექტროსადგურებს თუ თავს დაესხმება, თეირანი რეგიონში აშშ-ის ინფრასტრუქტურას დაბომბავს, – ირანული მედიის ცნობით, ამის შესახებ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბ-ბინის პრესსპიკერმა განაცხადა.

„მტერი თუ თავს დაესხმება ირანის საწვავისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, რეგიონში აშშ-ისა და არსებული რეჟიმების კუთვნილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სამიზნე გახდება“, – აცხადებენ ისინი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად 48-საათიან ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში თეთრი სახლის ლიდერი ირანს ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმებით ემუქრება.

იტვირთბა....