აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

საუდის არაბეთის სამეფომ ირანის საელჩოს ყველა თანამშრომელს ქვეყნის დასატოვებლად 24 საათი მისცა

საუდის არაბეთის სამეფომ ირანის საელჩოს ყველა თანამშრომელს ქვეყნის დასატოვებლად 24 საათი მისცა.

სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თუ ისინი ქვეყანას 24 საათში არ დატოვებენ, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდებიან.

განცხადებაში სამეფომ კიდევ ერთხელ დაგმო ირანის მიერ საუდის არაბეთზე, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებსა და არაბულ და ისლამურ ქვეყნებზე განხორციელებული „აშკარა და განმეორებითი“ თავდასხმები.

„ირანის მიერ საუდის არაბეთის სუვერენიტეტის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური ინტერესებისა და დიპლომატიური შენობების მიზანში ამოღება საერთაშორისო სამართლის, კეთილმეზობლობის პრინციპების, პეკინის შეთანხმებისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2817 (2026) რეზოლუციის აშკარა დარღვევაა“, – ნათქვამია სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....