ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

საქართველოს ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა, რუსეთში, ყაზანში ევროპის ჩემპიონატზე რუსეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

ფინალში საქართველოს ნაკრებმა რუსეთს ანგარიშით 3:2 სძლია. პირველი შეხვედრა ვაჟა მარგველაშვილმა დათმო, თუმცა ნუგზარ ტატალაშვილმა იუკოთი მოიგო, ავთანდილ ჭრიკიშვილმა კი მეტოქე იპონით დაამარცხა, მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა, მეტოქე ასევე იპონზე დააგდო. ლევან მატიაშვილს კი დამატებით დროში მსაჯმა გაფრთხილება მისცა და მხოლოდ ერთი გაფრთხილებით დამარცხდა.

რუსეთის ნაკრების დამარცხების მერე საქართველოს ჰიმნი დაუკრეს.

საქართველოს ნაკრები მერვედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა უნგრეთის, საბერძნეთისა და პოლონეთის ნაკრებები დაამარცხა.

ქართველმა ძიუდოისტებმა უნგრეთი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს, საბერძნეთისა და პოლონეთის ნაკრებებს კი 4:1.

 

იტვირთბა....