ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვიქტორ ორბანმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რა არის შესაძლებელი, როდესაც იცავ შენს საზღვრებს, კულტურას, მემკვიდრეობას, სუვერენიტეტსა და ღირებულებებს, მისი მხარდაჭერა დიდი პატივია – ტრამპი

ვიქტორ ორბანმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რა არის შესაძლებელი, როდესაც იცავ შენს საზღვრებს, კულტურას, მემკვიდრეობას, სუვერენიტეტსა და ღირებულებებს, მისი მხარდაჭერა დიდი პატივია – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

“მინდა, პრემიერ-მინისტრს, ჩემს დიდ მეგობარს, ვიქტორ ორბანს, რომელსაც მხარს ვუჭერ, ვუსურვო საუკეთესო სურვილები. მხარს ვუჭერ მის არჩევნებს, რომელიც მალე გაიმართება. მას ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა აქვს. პრემიერ-მინისტრი ძლიერი ლიდერია, რომელმაც მთელ მსოფლიოს აჩვენა, რა არის შესაძლებელი, როდესაც იცავ შენს საზღვრებს, შენს კულტურას, მემკვიდრეობას, სუვერენიტეტსა და  ღირებულებებს. ის ფანტასტიკური ადამიანია და მისი მხარდაჭერა დიდი პატივია. მე მხარი დავუჭირე მას წინა ჯერზე, როდესაც გაიმარჯვა და ფანტასტიკური სამუშაო გასწია თავისი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით საზღვრების საკითხებში, სადაც მიუხედავად დანაშაულებისა და ყველა პრობლემისა, რომელიც სხვა ქვეყნებს აქვთ, თქვენ ეს პრობლემა არ გაქვთ. თქვენ გაქვთ ძალიან, ძალიან ძლიერი საზღვრები და ამაზე პასუხისმგებელი ის არის. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ გაიმარჯვებს დიდი უპირატესობით.

მიუხედავად ყველა თავდასხმისა, უნდა გესმოდეთ, რომ ვიქტორ ორბანი აგრძელებს გამარჯვებას იმაში, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს. ჩვენ გვინდა გამარჯვება, მაგრამ გვინდა, გავიმარჯვოთ სამართლიანად, თუმცა დამაჯერებლად. მადლობა ყველას კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე საღი აზრისა და კონსერვატიული პრინციპებისთვის და ასევე საერთო ცივილიზაციისთვის, რომელსაც იზიარებენ ამერიკელები, უნგრელები და ევროპელები. ჩვენი ორი ქვეყანა აჩვენებს გზას განახლებული დასავლეთისკენ, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს, აღზრდის ჩვენს შვილებს და წარუძღვება მსოფლიოს მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ენერგეტიკის საკითხზე და თქვენც განაგრძობთ მუშაობას მიგრაციის საკითხზე, რადგან ევროპამ უნდა დაიწყოს როგორღაც მოქმედება. მათ ბევრი პრობლემა აქვთ და უნდა იმოქმედონ და ჩვენ მათთან ერთად ვიქნებით, თუმცა ძალიან დიდი შრომა მოუწევთ ამ პრობლემის გადასაჭრელად“, – განაცხადა ტრამპმა.

იტვირთბა....