იაპონიაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, სახელმწიფოს სხვა ოფიციალურმა პირებმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის გამოსახატად საქართველოს საელჩოს ასევე ეწვივნენ და სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის უფროსი, ელჩი ტადაიუკი მიიაშიტა, სახელმწიფოს სხვა ოფიციალური პირები.

