ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

2026 წლის 19 მარტს თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბერის ექინჯიმ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში შინაარსის ჩანაწერი გააკეთა.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს და მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთ დიდ დანაკლისს. ამ მწუხარების ჟამს ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს თანაგრძნობას და სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ“, – ნათქვამია სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერში.

იტვირთბა....