რუსეთი ირანის საიმედო პარტნიორად რჩება – აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ამ რთულ დროს მოსკოვი თეირანის ერთგულ მეგობრად და საიმედო პარტნიორად რჩება“ – ნათქვამია პუტინის განცხადებაში.
კრემლის მიერ გავრცელებული განცხადებით, პუტინმა ირანელ ხალხს „მძიმე განსაცდელის ღირსეულად დაძლევა“ უსურვა.

