ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველო ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა” – Freedom House დემოკრატიის გაუარესებაზე მიუთითებს

გვინეა-ბისაუ, ბურკინა-ფასო, ტანზანია, ელ სალვადორი, მადაგასკარი და საქართველო — „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, სწორედ ამ შვიდეულში შედის ქვეყნები, რომლებმაც მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატიული ვარდნა განიცადეს. ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოს თავისუფლების ინდექსი წელს 4 პუნქტით შემცირდა და ქვეყანა 55-ე ადგილიდან 51-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს.

დოკუმენტის თანახმად, დემოკრატიისა და თავისუფლების ინდექსი საქართველოში წლიდან წლამდე უარესდება — მიმდინარე წელს 4 პუნქტით, გასულ წელს 3 პუნქტით, ხოლო 2018 წლიდან ჯამში 13 პუნქტით. „ფრიდომ ჰაუსი“ აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დაფიქსირდა ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები, დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენება და არასათანადო მოპყრობა, ასევე ოპოზიციის ლიდერების დაკავება შეთითხნილი ბრალდებებით.

ამასთან, შეფასებაში მითითებულია, რომ ანგარიში სრულად ვერ ასახავს საქართველოში არსებულ რეალობას, რადგან მასში არ არის ასახული ბოლო პერიოდში მიღებული კანონები, რომლებიც საერთაშორისო შეფასებებით რეპრესიულად ითვლება და შესაძლოა, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებზე დამატებითი ზეწოლის საფუძველი გახდეს. დოკუმენტი 2025 წლის მოვლენებს ეფუძნება, თუმცა, შეფასებების მიხედვით, მომავალი წლის ანგარიში შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე იყოს.

იტვირთბა....