აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“საქართველოს პრეზიდენტს, მეგობარ ქართველ ხალხს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო” – არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მიუსამძიმრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი წერილში ქართველ ხალხს უდიდესი დანაკარგის გამო გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს.

„ღრმა მწუხარებითა და ტკივილით შევიტყვეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. თქვენს აღმატებულებას, მეგობარ ქართველ ხალხს და გარდაცვლილის ოჯახს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ამ უდიდესი დანაკარგის გამო“, – აღნიშნულია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის წერილში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

იტვირთბა....