აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ირანის ანზალის პორტზე თავდასხმამ რუსეთისა და კასპიის ზღვის სახელმწიფოების ეკონომიკურ ინტერესებზე იმოქმედა” – მარია ზახაროვა

ირანის ანზალის პორტზე თავდასხმამ რუსეთისა და კასპიის ზღვის სახელმწიფოების ეკონომიკურ ინტერესებზე იმოქმედა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, შეერთებული შტატებისა და ისრაელის უგუნური და უპასუხისმგებლო ქმედებები ირანის სამხედრო კონფლიქტში კასპიის ზღვის სახელმწიფოების ჩათრევის საფრთხეს ქმნის.

ზახაროვას განცხადებით, რუსეთი შეშფოთებულია ირანზე ისრაელისა და აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების გეოგრაფიის გაფართოებით.

„აშშ-ისრაელის კოალიცია აგრძელებს ნავთის დასხმას ახლო აღმოსავლეთში მათ მიერ დანთებული ომის ცეცხლზე, რაც მის შემდგომ გავრცელებას იწვევს“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.

იტვირთბა....