აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კატარის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, QatarEnergy-ის ცნობით, ირანის სარაკეტო დარტყმებმა კატარის თხევადი ბუნებრივი აირის საექსპორტო შესაძლებლობა 17%-ით შეამცირა

კატარის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, QatarEnergy-ის ცნობით, ირანის სარაკეტო დარტყმებმა კატარის თხევადი ბუნებრივი აირის საექსპორტო შესაძლებლობა 17%-ით შეამცირა.

„ჩვენი საწარმოო ობიექტებისთვის მიყენებული ფართომასშტაბიანი დაზიანების აღდგენას ხუთ წლამდე დასჭირდება“, – განაცხადეს კომპანიაში.

მათივე განმარტებით, ეს გავლენას იქონიებს ევროპასა და აზიაში ბუნებრივი აირის მიწოდებაზე.

კატარის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის მხრიდან განხორციელებული დარტყმების შედეგად მსხვერპლი არ არის, თუმცა შეტევებს „გაუმართლებელი და უაზრო“ უწოდა. მისივე თქმით, ეს გავლენას მოახდენს ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ბელგიაში ექსპორტზე.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირას რაკეტებმა რას-ლაფანის სამრეწველო ქალაქს დაარტყეს, ამ ტერიტორიაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტებია განლაგებული. ეს ისრაელის მიერ ირანის სამხრეთ ფარსის საბადოზე განხორციელებული დარტყმის საპასუხო ნაბიჯი იყო.

იტვირთბა....