აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ქვეყნის მტრებმა თავი უსაფრთხოდ  არ უნდა იგრძნონ

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ირანის მტრებმა თავი უსაფრთხოდ  არ უნდა იგრძნონ.

„უსაფრთხოება უნდა ჩამოერთვას როგორც შიდა, ასევე გარე მტრებს და მიენიჭოს ყველა ჩვენს თანამემამულეს“, – აცხადებს მოჯტაბა ალი ხამენეი. აღნიშნული განცხადება ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანისადმი წერილის სახით გამოქვეყნდა.

მიმდინარე კვირას ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის დაზვერვის მინისტრი ესმაილ ხატიბი ლიკვიდირებულია.

პრეზიდენტისადმი წერილში მოჯტაბა ხამენეიმ ხატიბი „გამოცდილ და თავმდაბალ ვეტერანად” შეაფასა. ასევე, მოითხოვა, რომ დაზვერვამ მისი დანაკარგი  გაორმაგებული ძალისხმევით აინაზღაუროს.

ცნობისთვის, მოჯტაბა ალი ხამენეი მამამისის, აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების შემდეგ  საჯაროდ არ გამოჩენილა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხამენეი დაიჭრა ისრაელის დარტყმების დროს, თუმცა უკვე გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....