ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბარი გამართა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანთან, ივეტ კუპერთან. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის საგარეო უწყება ავრცელებს.
საუბრისას არაღჩიმ კოლეგას განუცხადა, რომ ბრიტანეთი ამერიკას თავის სამხედრო ბაზებით სარგებლობის საშუალებას თუ მისცემს, ეს აგრესიაში მონაწილეობად ჩაითვლება.
მისივე თქმით, ნებისმიერი დახმარება, რომელსაც ლონდონი ვაშინგტონს გაუწევს, სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაციას გამოიწვევს.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანეთი და სხვა ევროპული ქვეყნები მიკერძოებულ მიდგომაში დაადანაშაულა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, არაღჩიმ გააკრიტიკა ლონდონს იმის გამო, რომ ირანის სამხრეთ ფარსის საბადოებზე ისრაელის დარტყმები არ დაგმეს.

