აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ირანის მიერ კატარის ენერგეტიკულ ობიექტზე თავდასხმა 20 მილიარდი დოლარის ზარალს გამოიწვევს, გამოსწორებას, შესაძლოა, ხუთი წელი დასჭირდეს” – კატარის ენერგეტიკის მინისტრი

ირანის მიერ კატარის ენერგეტიკულ ობიექტზე თავდასხმა 20 მილიარდი დოლარის ზარალს გამოიწვევს, გამოსწორებას, შესაძლოა, ხუთი წელი დასჭირდეს, – ამის შესახებ კატარის ენერგეტიკის მინისტრმა, საად შერიდა ალ-ქააბიმ განაცხადა. ინფორმაციას „სქაინიუსი“ ავრცელებს.

კატარის ენერგეტიკის მინისტრმა ირანის მიერ რას ლაფანის ენერგეტიკულ ობიექტზე თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ განახლებული ინფორმაცია წარადგინა. საად შერიდა ალ-ქააბიმ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმებმა კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა 17%-ით შეამცირა და წლიური შემოსავლის დაახლოებით 20 მილიარდი დოლარით ზარალი გამოიწვია.

მისივე თქმით, ამ მასშტაბური ზარალის აღმოფხვრას დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება.

ალ-ქააბის განმარტებით, ამ სიტუაციით დაზარალებული ქვეყნებია ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია და ბელგია.

იტვირთბა....