აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანმა სავარაუდოდ პირველად ჩამოაგდო ამერიკული თვითმფრინავი – CNN

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ომის დაწყებიდან სავარაუდოდ პირველად ჩამოაგდო ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, საუბარია F-35 ტიპის გამანადგურებელზე. მას შემდეგ, რაც მას ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა, ის იძულებული გახდა ახლო აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე ავარიულად დაშვებულიყო.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ოფიციალური წარმომადგენლის, ტიმ ჰოუკინსის თქმით, გამანადგურებელი ირანში საბრძოლო დავალებას ასრულებდა. თვითმფრინავის პილოტი თავს კარგად გრძნობს.

იტვირთბა....