აშშ-ის ავიაციამ ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ ფარგლებში ირანში ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელ ქარხანას დაარტყა.
ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) სოციალურ ქსელ X-ზე იტყობინება. დარტყმის სამიზნე გახდა საწარმო, რომელიც ქალაქ ქარაჯში მდებარეობს.
„ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ დაწყებამდე ირანის რეჟიმი ქარაჯში მდებარე „მიწა-მიწა“ ტიპის რაკეტების წარმოების ქარხანას იყენებდა ბალისტიკური რაკეტების დასამზადებლად, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდა ამერიკელებისთვის, მეზობელი ქვეყნებისა და სავაჭრო გემებისთვის“, – ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.
როგორც ჩანს, დარტყმები რამდენიმე დღის წინ განხორციელდა, რადგან გავრცელებული სატელიტური ფოტოები 1 და 11 მარტით თარიღდება.
ბოლო ფოტოზე მკაფიოდ ჩანს განადგურების მასშტაბები.

