ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანში საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმების სამიზნე „ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურაა“.
ღამით ირანმა იერუსალიმის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების ისროლა. რაკეტების მოგერიებით გამოწვეული აფეთქებების ხმა ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გაისმა.

