აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ახლო აღმოსავლეთის პრობლემის გადაწყვეტაში ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შევძლებთ ჩართულობას, რაც იარაღი გაჩუმდება” – ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დაადასტურა, რომ მზადაა, დაეხმაროს ახლო აღმოსავლეთის პრობლემის გადაწყვეტას, მაგრამ მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ.

„ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შევძლებთ ჩართულობას, რაც იარაღი გაჩუმდება. თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია, მათ შორის ისრაელთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ასევე, დაგვჭირდება საერთაშორისო მანდატი, რომელიც ამჟამად არ გვაქვს“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ევროკავშირის სამიტამდე მერცმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გერმანია და მისი ევროპელი მოკავშირეები არ შეუერთდებიან აშშ-ისრაელის საომარ ძალისხმევას.

„ევრონიუსის“ თანახმად, ევროპაში იმედგაცრუება მაღალია მას შემდეგ, რაც ტრამპმა ომი მოკავშირეებთან კონსულტაციის გარეშე დაიწყო.

იტვირთბა....