აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

 “ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებს აზიანებს” – დიმიტრი პესკოვი

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებს აზიანებს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ომის ესკალაციამ „უკიდურესი დესტაბილიზაცია“ გამოიწვია.

ნავთობის ფასების ზრდასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კონფლიქტის გაფართოებისა და ენერგეტიკულ ბაზრებზე არასტაბილური მდგომარეობის გავლენა მთელმა მსოფლიომ, მათ შორის რუსეთმაც იგრძნო.

ცნობისთვის, რუსეთის ეკონომიკა ენერგომოხმარებიდან მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული და ნავთობის ფასების ზრდით უკვე მილიარდობით დოლარი გამოიმუშავა.

იტვირთბა....