აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჩინეთმა ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანის მკვლელობა დაგმო

ჩინეთმა ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანის მკვლელობა დაგმო და მას მიუღებელი უწოდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა, რომ პეკინმა დაგმო ირანის სახელმწიფო ლიდერებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმები.

„ჩინეთი შოკირებულია ამ განცხადებით. ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგი ვართ საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენების. ირანელი ლიდერების მკვლელობა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები კიდევ უფრო მიუღებელია. ამჟამად, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი მძვინვარებს, დაძაბულობის ესკალაცია და გავრცელება ხდება. დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა საერთაშორისო საზოგადოების საერთო მისწრაფებაა. ჩინეთი მოუწოდებს მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციები და არ დაუშვან რეგიონში ვითარების კონტროლიდან გამოსვლა“, – განაცხადა ლინ ძიანმა.

იტვირთბა....